Thumbnail

“წელს ოქროს ბურთის ლიონელ მესისთვის გადაცემის შემდეგ ამ მსოფლიოსი აღარ მესმის!” - ეს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის სიტყვებია. 60 წლის ლოთარიც (ისევე, როგორც ბევრი სხვა) უკმაყოფილო იყო იმით, რომ ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთი მიიღო, რობერტ ლევანდოვსკი კი მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ საუკეთესო თავდამსხმელის პრიზით დააკმაყოფილეს.

რეალურად, მესის პირველმა სანაკრებო ტიტულმა (კოპა ამერიკა) უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა, ვიდრე ლევანდოვსკის რეკორდებმა ბაიერნში (ზედიზედ მეოთხედ ბუნდესლიგის ბომბარდირი, გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდის დამხობა და ა.შ.).

“შეგიძლია, ‘ოქროს ბურთი’ ლიონელ მესის ყოველთვის მისცე - თავისი კარიერისთვის და უნიკალური ფეხბურთისთვის. მაგრამ, თუ ამჯერად რობერტ ლევანდოვსკის არ აძლევ, აბა, როდის უნდა მისცე?” - ეს ლივერპულის გერმანელი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებია.

► როდის შეიტყო ლევანდოვსკიმ, რომ ოქროს ბურთს არ აძლევდნენ?

გერმანული მედიის, კონკრეტულად კი “ბილდის” ინფორმაციით, ბაიერნის პოლონელმა გოლეადორმა დაჯილდოებამდე 3 დღით ადრე იცოდა, რომ მეორე ადგილზე გავიდა, “ოქროს ბურთს” კი ისევ ლიონელ მესის გადასცემდნენ. მიუხედავად ამისა, ლევანდოვსკი ღონისძიებაზე მივიდა და ისე იქცეოდა, თითქოს შედეგები წინასწარ არ იცოდა და საუკეთესო თავდამსხმელის პრიზის გადაცემის შემდეგ, თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამ პრიზითაც ძალიან ამაყობდა. ღონისძიებაზე ასევე იყვნენ მისი დედა ივონა და მეუღლე ანა ლევანდოვსკა.

► ლევის ოქროს ბურთს მაინც მისცემენ?

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ლევანდოვსკი ოქროს ბურთს შარშან, 2020 წელს უფრო იმსახურებდა, რადგან მაშინ არა მარტო გოლები გაჰქონდა, არამედ ბაიერნთან ერთად ყველაფერი მოიგო. თუმცა 2020-ში ოქროს ბურთის დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო საერთოდ არ ჩატარებულა.

France Football-ის მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე Watson-თან ახალ ინტერვიუში ამბობს: “შეგვიძლია, 2020 წლის ჯილდოზეც ვიფიქროთ, თუმცა ამავდროულად, პატივი უნდა ვცეთ “ოქროს ბურთის” ისტორიას, რომლის გამარჯვებულებიც გამოკითხვით ხდებიან. პირადად მე ხმა ლევანდოვსკის მივეცი.”

► როგორ ჩატარდა გამოკითხვა?

ჟურნალ France Football-ის მიერ შერჩეულ 30 კანდიდატს ხმებს 180 შერჩეული ჟურნალისტი აძლევდა. ისინი თავიანთ TOP 5-ს ასახელებდნენ. მესიმ 613 ხმა მიიღო, ლევანდოვსკიმ 580, ხოლო ჟორჟინიომ (ჩელსი, იტალია) - 460 ხმა დაიმსახურა და მესამე ადგილზე გავიდა.

“ჩემი TOP 5 საბოლოო ხუთეულს არ დაემთხვა, - ამბობს გერმანული “კიკერის” მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ვილდი, რომელიც ერთ-ერთია ჟიურიდან, - ლევანდოვსკის ციფრები მის სასარგებლოდ მეტყველებენ. ვფიქრობ, რობერტი იმსახურებდა გამარჯვებას.”

ლევანდოვსკიმ 3 დღით ადრე გაიგო, რომ ოქროს ბურთს მესი იგებდა

2022 წლის 17 იანვარს უკვე Fifa Football Awards გაიმართება და ლევანდოვსკის მისი მოგების შანსი ექნება. ამ დაჯილდოებაზე გამარჯვებული სხვანაირად ირკვევა: 10 დეკემბრამდე ქვეყნების ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა თავიანთ ფავორიტებს უნდა მისცენ ხმა, ჟიურიში ასევე არიან ჟურნალისტებიც და გამოკითხვა ფანებს შორისაც მიმდინარეობს.

► სად იყო კრიშტიანო რონალდო?

ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებული ამჯერად მეექვსე ადგილზე გავიდა და ღონისძიებაზე არც მისულა. ის France Football-ის შეფს დაუპირისპირდა, რომელიც აცხადებდა, რომ რონალდოს კარიერის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ მესიზე მეტი ოქროს ბურთი მოეგო...

 

კომენტარები

ბოლო ამბები