Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა სამქულიანის ჩაგდებაც მოახერხა
  • წინა მატჩებისგან განსხვავებიით, შედეგიანი თამაში ჰქონდა ვილი ისიანსაც

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს აშშ-ს კოლეჯების ლიგაში, სადაც ის კრეიტონ ბლუჯეისის ღირსებას იცავს.

რატი ანდრონიკაშვილი ნორს დაკოტასთან მატჩში

2 დღის წინ, რატიმ 14 წუთი ითამაშა ედვარდსვილთან და ეს, მისი ოკეანისგაღმური კარიერის რეკორდი იყო, დღეს დილით კი, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

კრეიტონმა იოლად მოუგო (80:55) ნორს დაკოტას, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 17 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ანდრონიკაშვილმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

კრეიტონმა 7 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და ბიგ ისთის კონფერენციაში, სადაც სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი კლუბი სეტონ ჰოლიც თამაშობს, ერთ-ერთი ლიდერია.

რატის კლუბს მომდევნო შეხვედრა 5 დეკემბრის დილას აიოვა სტეიტთან ელის.


ველჩ კოლეჯ ფლეიმსთან გამართული მატჩი 85:67 მოიგო სევანი ტაიგერსმა, რომლის რიგებშიც 18 წლის ლუკა ავალიანი ირიცხება. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 წუთში 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ლუკამ ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა და 3-ჯერ დაჯარიმდა. სევანელები 4 დეკემბერს კოლონელსს ეთამაშებიან.

ასევე სასტარტო ხუთეულში ითამაშა 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ცოტნე ცარციძემ, რომლის ნორს დაკოტამაც სენტსს 72:55 სძლია. 22 წუთში ცარციძის მონაგარი 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება იყო. ცოტნემ 5-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, პასივში კი 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა. 4 დეკემბრის დილას ნორს დაკოტა სან ხოსე სტეიტს ეთამაშება.

ვილი ისიანმა 7 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

გასულ მატჩებთან შედარებით შედეგიანი დღე ჰქონდა 24 წლის ვილი ისიანს, რომლის დეტროის მერსი ტიტანსმაც ნორსისტერნთან 56:66 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 21 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ვილიმ 3-დან 1 სამქულიანი, ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა. დეტროიტელებს მომდევნო შეხვედრა 3 დეკემბერს იუოუისთან ელით.

ზურაბ ჟღენტის ნორზვესტერნ სტეიტი სტუმრად ჰიუსტონთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 58:99. ქართველ კალათბურთელს ურიგოდ არ უთამაშია, სასტარტო ხუთეულში იყო, 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა (23 წუთში). 

ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტი 72:78 დამარცხდა გრანდ კანიონის უნივერსიტეტთან. მერკვილაძემ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა: 3 ქულა და 1 მოხსნა. 4 დეკემბერს ქართველი ფორვარდის გუნდი ლონგ ბიჩს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები