Thumbnail

კაკაბაძის ორი საგოლე გადაცემა რაიო ვალეკანოსთან - ხიმნასტიკი ლა ლიგა 2-ში დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხიმნასტიკი 2:0 რაიო ვალეკანო
  • ოთარ კაკაბაძემ სეზონი ექვსი საგოლე პასითა და გოლით დაასრულა
  • პაპუნაშვილის სარაგოსა ლა ლიგა 2-ის პლეი ოფშია

ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ხიმნასტიკმა ლა ლიგაში გადასულ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ოთარ კაკაბაძემ შეასრულა. მე-12 წუთზე კაკაბაძის პასით ალვარო ვასკესმა გაიტანა, ხოლო 31-ე წუთზე კაკაბაძემ ერთი მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მანუ ბარეირომ მოახერხა ულამაზესი დარტყმით მეორე გოლის გატანა მეტოქისთვის. კაკაბაძემ ამ სეზონში ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ მოახერხა გოლის გატანა. მან ექვსიდან სამი საგოლე გადაცემა რაიო ვალეკანოსთან შეასრულა.

ოთარ კაკაბაძის სტატისტიკა ლა ლიგა 2-ში

6 საგოლე გადაცემა: ვალიადოლიდთან, ოსასუნასთან, რაიო ვალეკანოსთან (3), ლუგოსთან
► ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი ოსასუნასთან... 55 მეტრზე!!!
► ოთარ კაკაბაძემ ერთადერთი გოლი ბარსელონას მეორე გუნდს გაუტანა!

ხიმნასტიკმა ლა ლიგა 2 მე-15 ადგილზე 52 ქულით დაასრულა. გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ მე-3 ადგილი დაიკავა ლა ლიგა 2-ში და პლეი ოფში ითამაშებს. პაპუნაშვილის სარაგოსამ ბარსელონას მეორე გუნდს 2:0 მოუგო. პაპუნაშვილი მთავარმა მწვრთნელმა პლეი ოფისთვის დაასვენა.

სარაგოსას მეტოქე პლეი ოფში ნუმანსია იქნება. მეორე წყვილში ხიხონის სპორტინგი და ვალიადოლიდი შეხვდებიან ერთმანეთს.

ოთარ კაკაბაძის პირველი საგოლე პასი რაიო ვალეკანოსთან

ოთარ კაკაბაძის პირველი საგოლე პასი რაიო ვალეკანოსთან

Posted by სპორტული მიმოხილვა on შაბათი, 02 ივნისი, 2018
ოთარ კაკაბაძის მეორე საგოლე პასი რაიო ვალეკანოსთან

ოთარ კაკაბაძის მეორე საგოლე პასი რაიო ვალეკანოსთან

Posted by სპორტული მიმოხილვა on შაბათი, 02 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები