Thumbnail

წყალბურთი | 11 გოლი ბრეშასთან - დინამო თბილისმა იტალიურ გრანდთან წააგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 11:19 (2:5, 2:4, 3:5, 4:5) ბრეშა
  • დინამო თბილისს ჩემპიონთა ლიგაზე 4 წაგება აქვს

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისმა A ჯგუფის მე-4 ტურში იტალიურ ბრეშას უმასპინძლა და ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს 11 გოლი გაუტანა, მაგრამ დადებითი შედეგისთვის ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა. იტალიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ, სხვაობაც საგრძნობი გამოვიდა - 11:19.

ბრეშამ ოთხივე პერიოდი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მეტად თანაბარი თამაში იყო, ვიდრე პირველ ნახევარში, რომელშიც იტალიელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.

დინამო თბილისის რიგებში 3-3 გოლით ყველაზე შედეგიანები მარკო ელაჩა და სანდრო ადეიშვილი იყვნენ, სტუმართა შემადგენლობაში კი თავი ოთხ-ოთხჯერ დორდე ლაზიჩმა, სტეფანო ლუნგომ და ედოარდო დი სომამ გამოიჩინეს.

დინამო თბილისი 4 ტურის შემდეგ 4 წაგებით A ჯგუფში ბოლო ადგილზეა, 14 დეკემბერს კი სტუმრად რადნიჩკის დაუპირისპირდება.

დინამო თბილისი 11:19 ბრეშა

(2:5, 2:4, 3:5, 4:5)

გოლები: 0:1 დი სომა, 0:2 პრეშიუტი, 1:2 იმნაიშვილი, 1:3 დოლჩე, 1:4 ლუნგო, 1:5 ლაზიჩი, 2:5 ადეიშვილი, 2:6 ლაზიჩი, 2:7 დი სომა, 2:8 რენცუტო, 3:8 ადეიშვილი, 3:9 ჯიტო, 4:9 სარიჩი, 4:10 დი სომა, 5:10 ჯიხციარენკა, 6:10 ელაჩა, 6:11 დოლჩე, 6:12 ლუნგო, 7:12 ადეიშვილი, 7:13 ლაზიჩი, 7:14 პრეშიუტი, 7:15 დი სომა, 8:15 ახვლედიანი, 8:16 ლაზიჩი, 9:16 ელაჩა, 10:16 ელაჩა, 10:17 ლუნგო, 11:17 სარიჩი, 11:18 ლუნგო, 11:19 ალესიანი.

დინამო თბილისი: რაზმაძე, დადვანი, იმნაიშვილი (1 გოლი), ელაჩა (3), ადეიშვილი (3), სარიჩი (2), ჯიხციარენკა (1), მაგრაქველიძე, ვასიჩი, ახვლედიანი (1).

კომენტარები

ბოლო ამბები