Thumbnail

ფუტსალი | ლიგა 2-ს მე-5 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა
  • ევროპის უნივერსიტეტმა ქულები დაკარგა, გორმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონი გრძელდება და 29 ნოემბერს მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური საქართველოს უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატჩით გაიხსნა, რომელიც საინტერესო გამოდგა და სტუდენტურ დერბიში UG-მ 8:3 მოიგო, რის შედეგადაც, ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი, ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისს შორის შედგა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა. თავიდან ევროპის უნივერსიტეტი იგებდა, მერე უკვე ქუთაისმა მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ უპირატესობა ვერც მან შეინარჩუნა და საბოლოოდ ფრე - 2:2.

მე-5 ტური გორის მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა. შიდაქართლელებმა თსუ2-ს 4:3 აჯობეს და სამმატჩიანი მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვეს.

მეხუთე ტურის შემდეგ ევროპის უნივერსიტეტმა პირველი ქულები დაკარგა, ჩემპიონატს კი EU და ქუთაისი კვლავ თანაბარი 10-10 ქულით ლიდერობენ.

29.11.2021. ფუტსალის ლიგა 2. V ტური

UG 8:3 აწსუ

გოლები: 1:0 ჯალაღონია (4), 2:0 ქებაძე (5), 3:0 ლომიძე (13), 4:0 ბოხაშვილი (24), 5:0 ლომიძე (27), 5:1 ჭიჭინაძე (27), 6:1 ს.კ. ლ.გურეშიძე (32), 6:2 ლ.გურეშიძე (33), 6:3 გ.გურეშიძე (35), 7:3 ლომიძე (38), 8:3 შერმადინი (40).

EU 2:2 ქუთაისი

გოლები: 1:0 ქურხული (3), 1:1 ი.გვეტაძე (16), 1:2 ესაიაშვილი (17), 2:2 გოგოხია (25).

გორი 4:3 თსუ2

გოლები: 0:1 გაგნიძე (8), 1:1 ადუაშვილი (10), 2:1 ტლაშაძე (17), 3:1 ცარიელაშვილი (30), 3:2 ქაჯაია (30), 4:2 ანიაშვილი (39), 4:3 რაზმაძე (40).

V ტურის სიმბოლური ნაკრები

V ტურის საუკეთესო მოთამაშე

 

კომენტარები

ბოლო ამბები