Thumbnail

რალფ რანგნიკის მანჩესტერ იუნაიტედში დებიუტი გადაიდო. გერმანელი სპეციალისტი მუშაობის ნებართვას ელის და ჯერჯერობით, გუნდს ისევ დროებითი მწვრთნელი მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს, რომლის თაოსნობითაც მანჩესტერმა ორი შეხვედრა ჩაატარა (2:0 ვილიარეალთან და 1:1 ჩელსისთან).

"წითელი ეშმაკებს" უახლოესი მატჩი 3 დეკემბერს თბილისის დროით 00:15 საათზე ელით, მათი მეტოქე კი ლონდონის არსენალი იქნება. ვარაუდობდნენ, რომ რანგნიკის დებიუტი სწორედ "მეთოფეების" წინააღმდეგ შედგებოდა, თუმცა, მას მოცდა კიდევ მოუწევს.

"წითელ ეშმაკებს" დროებით ისევ მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს

63 წლის გერმანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად (მინიმუმ, სეზონის ბოლომდე) რამდენიმე დღის წინ დანიშნეს. რალფი სამწვრთნელო საქმიანობით 1983 წლიდან არის დაკავებული და მანჩესტერ იუნაიტედი მისთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება. სხვებთან ერთად, რანგნიკს შტუტგარტში, ჰანოვერში, შალკეში, ჰოფენჰაიმსა და ლაიპციგში უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ იუნაიტედმა ყოფილი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი მას მერე გაათავისუფლა, რაც მანჩესტერელებმა პრემიერლიგის მე-12 ტურში უოტფორდთან 1:4 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები