Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშის კანდიდატურა ორმა კლუბმა დაარეგისტრირა
  • კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა.

დღეს, სანიკიძის რეგისტრაციის თაობაზე ფედერაციაში განცხადებები საკალათბურთო კლუბებმა – რუსთავი 1991-მა და ქუთაისი 2010-მა შეიტანეს, რომლებიც სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრები არიან.

შეგახსებებთ, რომ ბოლო პერიოდია ვიქტორი პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გახლავთ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერსაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ სანიკიძის უმთავრესი კონკურენტი ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობა იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტის – პაატა გურასპაულის სახით. ის აღნიშნულ პოსტს 2017 წლის 11 დეკემბრის შემდეგ იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები