Thumbnail
  • ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე იქნება, რომელიც მე-5 ოქროს მოგებას ეცდება
  • მსოფლიოს პირველობას 7-17 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 7-17 დეკემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წევრით წარსდგება. გუნდის ლიდერი პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნება, რომელიც მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალს მეხუთედ შეუტევს.

თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს ნაკრები წლის დასკვნით ტურნირზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი (ყველა – 61 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი, ირაკლი გობეჯიშვილი (ორივე – 96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (ორივე – 102 კგ.), ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე, ბაქარ თურმანიძე (ყველა +109 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი საქართველოს ნაკრების მონაგარი 3 მედალი იყო. ნათელია, რომ ტალახაძემ ოქრო დაისაკუთრა (მსოფლიოს 3 რეკორდით), ბრინჯაოს მედლებს კი დავითაძე და პლესნოი დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები