Thumbnail

'გუნდისთვის ბევრ უსარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა' - შარონოვი ხვიჩაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რუბინის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • შარონოვის თქმით, ხვიჩას სტაბილურობა და უფრო შედეგიანი თამაში სჭირდება

ყაზანის რუბინის ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსი სპეციალისტი ყაზანის გუნდს 2019 წელს ავარჯიშებდა, როდესაც ქართველი შემტევი რუსულ გუნდში გადავიდა, მაგრამ შარონოვი მას არცთუ ხშირად ენდობოდა.

45 წლის სპეციალისტის რუბინში მუშაობის პერიოდში კვარაცხელიამ მხოლოდ ორი მატჩში გაატარა მოედანზე 90 წუთი და ახლა, როდესაც ქართველი რუბინის ლიდერია, შარონოვს ჰკითხეს, რატომ არ აძლევდა მას ბევრ სათამაშო დროს.

"შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ, ვხედავდი თუ არა მასში პოტენციალს. გადაამოწმეთ მასთან, რაზე ვსაუბრობდი. ვეუბნებოდი, რომ ევროპულ კლუბში მოხვედრის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს არ ეხება მხოლოდ ბურთით თამაშს. ცოტას იმიტომ თამაშობდა, რომ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც გუნდისთვის სასარგებლო არ იყო. ხვიჩას სტაბილურობის მხრივ მოსამატებელი აქვს. გარდა ამისა, შედეგიანობაც უნდა გააუმჯობესოს", - თქვა შარონოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება მას შემდეგ შეძლო, რაც რუსული გუნდის მთავარ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკი დაინიშნა. მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევმა 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები