Thumbnail
  • ვალენსია ესპანეთის თასის 1/64-ფინალში უტრილიას დაუპირისპირდება
  • მედია ვარაუდობს, რომ ხოსე ბორდალასი შანსს სათადარიგოებს მისცემს
  • 21 წლის ქართველ მეკარეს ვალენსიაში სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია

ვალენსიას კარში გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა დაბრუნდეს. ამის შანსი 21 წლის ქართველ მეკარეს ესპანეთის თასზე ექნება, რომლის 1/64-ფინალში "ღამურები" 2 დეკემბერს, უტრილიასს დაუპირისპირდებიან.

"კოპა დელ რეი" კარსაა მომდგარი და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხოსე ბორდალასი თავის გამოჩენის შანსს სათადარიგოებს მისცემს. პირველ რიგში იმიტომ, რომ B გუნდის მოთამაშეებისთვის ეს ტურნირი მთავარი ეტაპია, მწვრთნელის წინაშე თავი წარმოაჩინონ. მეორე მხრივ, სულის მოთქმის საშუალება მიეცეთ იმ საკვანძო ფეხბურთელებს, რომლებსაც სეზონის პირველი ნაწილი დატვირთული ჰქონდათ. 

იასპერ სილესენმა ძირითადში ადგილი დაიბრუნა

ვალენსიაში ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით ჩნდება. სილესენი ძირითადი მეკარის სტატუსს ფლობს, რომელმაც სეზონის სტარტზე წარმატებულად მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის მე-6 ტურიდან მოყოლებული შეცვალა.

ბილბაოს ატლეტიკთან თამაშიდან მოყოლებული, მამარდაშვილი და ხაუმე დომენეკი სათადარიგოთა სკამზე სხედან. მაგრამ "კოპა დელ რეი" ბორდალასს საშუალებას აძლევს, ამჯერად არჩევანი გააკეთოს სეზონის დასაწყისში დამაჯერებლად მოთამაშე მამარდაშვილსა და დომენეკს შორის, რომელიც გასახდელში ერთ-ერთი წონიანი ლიდერია. 

რაც შეეხება ვალენსიას კიდევ ერთ გოლკიპერს, კრისტიან რივეროს ამჟამად მეოთხე მეკარის სტატუსი აქვს და თუ სასწაული არ მოხდა, ვალენსიას იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით დაემშვიდობება", - წერს plazadeportiva.

21 წლის ქართველ მეკარეს ვალენსიაში სამი მეკარე დახვდა 

გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში ზაფხულში, დინამო თბილისიდან იჯარით გადავიდა და თავდაპირველად კლუბის სარეზერვო გუნდში განიხილებოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების, უპირველესად კი, იასპერ სილესენის ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე ვალენსიას პირველ მეკარედ მოგვევლინა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 6 მატჩში ითამაშა, სექტემბრის ბოლოდან კი ადგილი ნიდერლანდელს დაუთმო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

კომენტარები

ბოლო ამბები