Thumbnail

მზადება ევროსთვის - საქართველოს ფუტსალის ნაკრები 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი სერბეთსა და ყირგიზეთს ორ-ორჯერ ეთამაშება
  • ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი გაისად 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების ფარგლებში კიდევ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

როგორც ირკვევა, 16 და 18 დეკემბერს ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე სერბეთი იქნება, რომელიც უეფას რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. სერბებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პლეი-ოფში მოიპოვეს. 21 და 22 დეკემბერს კი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთს დაუპირისპირდება. დეკემბერში დაგეგმილი ოთხივე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 16-17 ნოემბერს თბილისშივე 2-ჯერ ითამაშა რუმინეთთან და თუკი პირველ შემთხვევაში დამაჯერებელი გამარჯვება (4:1) იზეიმა, მე-2 ამხანაგური თამაში ფრედ (4:4) დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს და ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდების ქალაქებში ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები