Thumbnail

ამ სეზონში ტრადიციული "ტრანსფერი" კიდევ ერთხელ განხორციელდა - მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილი მის სარეზერვო გუნდ ვისკონსინ ჰერდში გაუშვა. სანდროსთან ერთად NBA-ის ჩემპიონმა G ლიგაში გაუშვა გეორგიოს კალაიცაკისი, რაც მოსალოდნელი იყო და ჯორდან ნვორა. ნვორა ბაქსის როტაციის მოთამაშეა და მისი გაშვება, ცოტა მოულოდნელია. შეგახსენებთ, რომ სანდრო მილუოკიმ ბოლოს 22 ნოემბერს დაიბრუნა NBA-ის განვითარების ლიგიდან.

საზაფხულო ლიგის მატჩის შემდეგ

რამდენად უკავშირდება ეს ტრანსფერი მილუოკიში დემარკუს კაზინსის შესაძლო მისვლას, ჯერ ნაადრევია სათქმელად, თუმცა ფაქტია, რომ ამ სეზონში ქართველი ახალწვეული კიდევ ბევრჯერ შეიცვლის გუნდს - ხან სარეზერვოში ითამაშებს, ხან ბაქსში - მას ორმხრივი კონტრაქტი აქვს, რომელიც NBA-ში სეზონში 50 თამაშის უფლებას აძლევს. სანდრომ 10 მატჩში უკვე მიიღო მონაწილეობა - ის საშუალოდ 7 წუთს თამაშობს და გუნდისთვის 2.1 ქულა, 1.1 მოხსნა და 0.2 პასი მოაქვს.

G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილი გუნდის ნამდვილი ლიდერია - ორჯერ ითამაშა და ორჯერვე ორმაგი დუბლი შეასრულა. ვისკონსინი ორ მატჩს თამაშობს ვინდი სიტის (ჩიკაგოს სარეზერვო გუნდი) წინააღმდეგ, შემდეგ 3 და 4 დეკემბერს ორჯერ ეთამაშება გრანდ რაპიდს. ასე რომ, ბეჟანიშვილისა და მამუკელაშვილის დუელსაც ვნახავთ - ახლახან NBA-ში სანდროსა და გოგა ბითაძის მე-2 დუელი ვიხილეთ სეზონში. სხვათა შორის, ბეჟანიშვილისა და მამუკელაშვილის გზებიც გადაიკვეთა NBA-ის საზაფხულო ლიგაში, როცა გიორგი დენვერის რიგებში თამაშობდა - ახლა ის დენვერის სარეზერვო გუნდ გრანდ რაპიდს გოლდშია. ვისკონსინი დაუმარცხებელია 5-0 ბალანსით, გოლდს 4-3 ბალანსი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები