Thumbnail

ოქროს ბურთი 2021 | TOP 10 ცნობილია, მალე გამარჯვებულიც გაირკვევა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • France Football-ის გალა-დაჯილდოება დაიწყო
  • 'ოქროს ბურთი' 2019 წელის შემდეგ პირველად გაიცემა

France Football 'ოქროს ბურთის' 2021 წლის გამარჯვებულს სულ მალე დაასახელებს და გაირკვევა ვინ მოიგებს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს. France Football-მა ტვიტერზე გამოაქვეყნა ნომინანტთა რეიტინგ-ლისტი მე-11 ადგილიდან 30-ემდე. ამით გაირკვა ათეულის ვინაობა: 

ნ’გოლო კანტე (ჩელსი)

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

ქარიმ ბენზემა (რეალი)

ლიონელ მესი (პსჟ)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

ჟორჟინიო (ჩელსი)

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი)

კილიან მბაპე (პსჟ)

ჯერჯერობით, ათეულში პოზიციები არ განაწილებულა, მაგრამ გამარჯვებული ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი გახდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა, ხოლო შარშანწინ კი “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა (სამეულში ვან დაიკი და რონალდოც იყვნენ). ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოვებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოვებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

ვინ რამდენჯერ მოიგო - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 7 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)

3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)

4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)

5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)

6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)

7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)

8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)

9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)

10. კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია) - 2 (1980, 1981)

კომენტარები

ბოლო ამბები