Thumbnail

'ასე მხოლოდ პლუშენკოს შეეძლო' - ყვითელაშვილმა მთელი დარბაზი აიყოლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

26 წლის ქართველ მოციგურავე მორის ყვითელაშვილს ISU-ს სოჭის გრან პრის ეტაპზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, შთამბეჭდავი საჩვენებელი გამოსვლაც ჰქონდა, რომლის წყალობითაც მთელი დარბაზი აიყოლია.

შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილმა სოჭში კარიერის საუკეთესო შედეგი – 266.3 ქულა დააფიქსირა და პირველი ქართველი მოციგიურავე გახდა, ვინც ამ დონის ტურნირზე იმარჯვა.

“ვაუ! ამ გრან პრიმ საოცარი შედეგები მოგვიტანა. ეთერ თუთბერიძის ჯგუფი დიდებულად გამოვიდა. ვულოცავ კამილა ვალიევას გამარჯვებას და ახალ მსოფლიოს რეკორდებს, მორის ყვითელაშვილს კი საქართველოსთვის ისტორიულ მოგებას!” – დაწერა ცნობილმა ქორეოგრაფმა და მწვრთნელმა დანიილ გლეიჰენგაუზმა, რომელიც მორისის მომზადებაშიც არის ჩართული.

აღსანიშნავია, რომ საჩვენებელ პროგრამაში ყვითელაშვილს სწორედ ხსენებული ვალიევა ეხმარებოდა, რუსული ფიგურული სრიალის 15 წლის ვარსკვლავი, რომელმაც სოჭის ეტაპიც აშკარა უპირატესობით მოიგო. ქართველი მოციგურავე ყინულზე ჯინის ამპლუაში მოგვევლინა და ცეცხლოვანი შოუც დადგა.

“ასე მხოლოდ პლუშენკოს შეეძლო”, - დაწერა ერთ-ერთმა ქომაგმა სოციალურ ქსელში და ეს, ნამდვილად დიდი კომპლიმენტია. რუსი ევგენი პლუშენკო ფიგურული სრიალის ნამდვილი ლეგენდაა, რომელსაც ოლიმპიადა 2-ჯერ აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონატი – 3-ჯერ, ევროპის ჩემპიონატი – 7-ჯერ, ხოლო გრან პრის სერიებზე 4-ჯერ უმარჯვია.

კომენტარები

ბოლო ამბები