Thumbnail
  • რუბინი 2:3 დინამო მოსკოვი
  • ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფეხი იტკინა

რუსული პრემიერლიგის მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა მოსკოვის დინამოსთან 2:3 წააგო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კი ტრავმის გამო შეცვალეს.

კვარაცხელია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყაზანელთა პირველი გოლისას ასისტიც მიითვალა, მე-2 ტაიმში კი ფეხი იტკინა და 73-ე წუთზე მინდვრის დატოვება მოუხდა. ამასთან, პირველ ტაიმში კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა, კარს ააცილა.

ხვიჩა დიდი ალბათობით იმ მომენტში დაშავდა, როდესაც ყოფილმა თანაგუნდელმა დენის მაკაროვმა ფეხში მიარტყა. საინტერესოა, რომ რუბინი ჯერ აგებდა, შემდეგ დაწინაურდა, საბოლოოდ კი, 85-ე წუთზე გაშვებული გოლის გამოისობით, სეზონში მე-6 მარცხი განიცადა.

ქართველმა ნახევარმცველმა მინდორი 73-ე წუთზე დატოვა

შეგახსენებთ, რომ ყაზანელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და ერთი პერიოდი ლიდერთა შორისაც კი იყვნენ, ამჟამად კი, 22 ქულით 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-9 ადგილზე არიან. რუბინი მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრება.

ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მე-13 მატჩი ჩაატარა და მის აქტივში გოლი და უკვე 3 საგოლე პასია, ამასთან, 4 ყვითელი ბარათიც მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები