Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი რალფ რანგნიკის დანიშვნის გაოფიციალურებას ჯერ ვერ ახერხებს
  • პროცესის გაწელვის და დებიუტის გადადების მიზეზი Brexit-ია

რალფ რანგნიკის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად და მენეჯერად დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადება და გერმანელი სპეციალისტის დებიუტი იუნაიტედში, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღით გადაიდო.

გერმანული სპორტული საინფორმაციო სააგენტო SID-ის ცნობით, “პროფესორი რალფის” იუნაიტედში დანიშვნის ამბავი ოფიციალურად ოდნავ მოგვიანებით დადასტურდება. მიზეზი ის არის, რომ Brexit-ის შემდეგ, სამუშაო დოკუმენტების მომზადებას და კონტრაქტის ძალაში შესვლას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მანამდე სჭირდებოდა.

შესაბამისად, რანგნიკის დებიუტი ხუთშაბათს, არსენალთან მატჩში, სავარაუდოდ, ვერ შედგება. დღეს იუნაიტედი პრემიერლიგის ტოპ-მატჩში ჩელსის ეთამაშება და გერმანელი სპეციალისტი ამ შეხვედრას, SID-ის ინფორმაციით, ლაიპციგიდან მიადევნებს თვალს.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდა და მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი მინიმუმ სეზონის ბოლომდე იქნება. ზაფხულის შემდეგ კი, “პროფესორი რალფი”, დიდი ალბათობით, კლუბის მრჩევლის პოზიციაზე იმუშავებს. იუნაიტედმა ნორვეგიელი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი კვირის დასაწყისში გაათავისუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები