Thumbnail

ჩიმაევი V ჰერმანსონი - UFC-ის მებრძოლებმა, ერთმანეთი ჭიდაობაში გამოცადეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

UFC-ის წარმოშობით ჩეჩენი ვარსკვლავი, ხამზატ ჩიმაევი ოქტაგონს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ იჭიდავა, სადაც ასევე UFC-ის მებრძოლი, ნორვეგიელი - ჯეკ ჰერმანსონი, იგივე "ჯოკერი" 2-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

"ჯოკერი" ჩიმაევივით მოჭიდავეა, თუმცა ბერძნულ-რომაული სტილით. სწორედ ამიტომ, შვედეთში გაზრდილმა ჩიმაევმა, ფეხის ელემენტი ბრძოლის დაწყებიდან მალევე გამოიყენა და 4-ქულიანი ეფექტური გდება განახორციელა.

პარასკევს, Bulldog Fight Night-ის ეგიდით გამრთული დაპირისპირება, ჩიმაევმა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო. ჰერმანსონი მეორე რაუნდის ბოლოს, ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა სკანდინავიელს დრო აღარ ეყო.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევს UFC-ში მხოლოდ 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ ბევრის აზრით კამარუ უსმანის ქამარს, მალე სწორედ ჩეჩენი მებრძოლი შეუტევს. ბოლო ჩხუბი ჩიმაევმა ჩინელი ლი ცინლიანის წინააღმდეგ ჩაატარა და პირველივე რაუნდში დამაჯერებლად მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები