Thumbnail

მიქელთაძემ პირველი ავსტრალიური გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ქართველმა ფორვარდმა ავსტრალიურ ლიგაში პენალტი ზუსტად შეასრულა
  • ბექა მიქელთაძეს სათამაშო ფორმის ქვეშ საგანგებო მაისური ეცვა

ავსტრალიური A ლიგის კლუბ ნიუკასლ ჯეთსის ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ კონტინენტზე პირველი გოლი გაიტანა და გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.

ბექამ თავის გამოჩენა მეორე ტურის გასვლით მატჩში, ვესთერნ სიდნი უონდერერსის წინააღმდეგ მოახერხა. გოლი მე-19 წუთზე პენალტიდან შეაგდო და ანგარიში გახსნა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.


24 წლის თავდამსხმელს ცოტა ხნის წინ მშობელი გარდაეცვალა, გოლის გატანის მერე სათამაშო მაისურს ქვეშ დაწერილი "მამა" გამოაჩინა და ამის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...

ბექასთვის ნიუქასლ ჯეთსი კარიერაში მე-9 კლუბია. ავსტრალიის ჩემპიონატში უკვე 2 მატჩი ჩაატარა და მოედანზე ორივე შემთხვევაში 90 წუთი გაატარა. მისი გუნდი 2 ტურში მოპოვებული 1 ქულით მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები