Thumbnail
  • სიონი 2:1 გაგრა | ბოლნისელებმა ელიგა 2-ის ჩემპიონობა მოიპოვეს
  • გარეჯი 8:0 ჩიხურა | გიორგი ხარებაშვილმა ორმაგი ჰეთ თრიკი შეასრულა

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში ბოლნისის სიონმა უშუალო კონკურენტ გაგრას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ნაადრევად მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური და ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობაც გაინაღდა. გამარჯვებულთა რიგებში გოლები გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გაიტანეს. გიორგი დარასელიას გუნდს 81 ქულა აქვს და გაგრას 9 ქულით უსწრებს. გაგრამ და მარტვილის მერანმა ელიტის პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდეს. 

სიონი ეროვნულ ლიგა 2-ში 2019 წელს გავარდა, შარშან იქ მე-7 ადგილი დაიკავა, წლეულს კი ელიტაში დაბრუნება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ გუნდი საქართველოს 2005/06 წლების სეზონის ჩემპიონია, ხოლო 2013/14 წლების სეზონში - მე-3 ადგილზე გავიდა. 2002 წელს საქართველოს თასის ფინალში ითამაშა. სიონმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა ევროთასებზე. 2006 წლის ზაფხულში აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქი გააგდო, მაგრამ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევსკისთან (ბულგარეთი) დამარცხდა.  

ამ ტურში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა - გარეჯმა აუტსაიდერი ჩიხურა 8:0 გაანადგურა, 8-დან 6 გოლი კი ერთმა ფეხბურთელმა, 25 წლის ფორვარდმა გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა - ორმაგი ჰეთ თრიკი შეასრულა. გიორგის 25 თამაშში 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები