Thumbnail

'ახლა მშვიდად ვარ' - ტოჩინოშინმა ელიტურ დივიზიონში დარჩენა გაინაღდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

წლის უკანასკნელ კიუშუ ბაშოზე ბოლო დღის ორთაბრძოლები რჩება, თუმცა მთავარი უკვე გარკვეულია - დიდმა ჩემპიონმა ტერუნოფუჯიმ აბი დაამარცხა, 14-0 ბალანსი გაუხდა და კარიერაში მეექვსედ მოიგო იმპერატორის თასი. რაც შეეხება ყოფილ ოძეკი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე ქართველმა სუმოისტმა მე-11 მაეგაშირა კოტონოვაკა დაამარცხა და 6-8 (6-5-3) ბალანსი გაუხდა. 

ტოჩინოშინი: "ჩემი რეიტინგის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ დღევანდელმა გამარჯვებამ ცოტა შვება მომგვარა. ახლა მშვიდად ვარ".

34 წლის ქართველმა ბაშოს პირველი 4 დღე წელის ტკივილის გამო გამოტოვა. 2021 წელს ტოჩინოშინმა ყველა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დაასრულა, თუმცა, საბედნიეროდ, დღევანდელი მოგებით ელიტაში დარჩენა გაინაღდა - ის დაქვეითდება, მაგრამ მაკუუჩი დივიზიონს არ დატოვებს და 2022 წლის იანვრის ბაშოზეც ელიტაში იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები