Thumbnail

'ჯერ ვერც ვიაზრებ, რას მივაღწიე' - მორის ყვითელაშვილი სოჭის გრან პრიზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ISU-ს გრან პრის ეტაპი სოჭში გაიმართა, სადაც ვაჟთა შორის ჩემპიონი 26 წლის მორის ყვითელაშვილი გახდა, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 266.33 ქულით ჩემპიონი გახდა. ვაჟთა შორის ერთეულებში ქართველი მოციგურავეს ამ დონის ტურნირზე არასდროს მოუგია, მორისი პირველია.

მორის ყვითელაშვილი: "პირველ რიგში ვულოცავ სხვა პრიზიორებსაც. მაღალი კლასის ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ მოვინდომე. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შევძელი. მადლობა მწვრთნელებს, მშობლებს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და მხარს მიჭერდნენ.

ვგრძნობ თუ არა, რომ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიას ვწერ? სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ. ბოლომდე ვერ გავიაზრე, რას მივაღწიე აქ, სოჭში. ალბათ, დროთა განმავლობაში მივხვდები. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ოქრო მოვიგე". 


მორის ყვითელაშვილი მოსკოვშია დაბადებული და 2016 წლამდე ის რუსეთის სახელით გამოდიოდა. პიონჩანის ოლიმპიადაზე მან 24-ე ადგილი დაიკავა. 2020 წლის იანვარში მან ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და გახდა პირველი ვაჟი მოციგურავე, ვინც ეს შეძლო საქართველოს სახელით. 

კომენტარები

ბოლო ამბები