Thumbnail

პირველად ისტორიაში! საქართველო ევროპის ჩემპიონი რუსეთში გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველო ევროპის ჩემპიონია
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე ავსტრიას, საფრანგეთსა და თურქეთს აჯობეს
  • ქართველებმა ფინალში ნიდერლანდები დაამარცხეს

რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველომ ავსტრიას, საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს მოუგო.

ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ.) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) წონითი კატეგორიებით დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველომ ავსტრიას 4:0 სძლია, საფრანგეთს 4:2 მოუგო და თურქეთიც ნახევარფინალში იმავე ანგარიში 4:2 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, რომლის გმირიც საბა ინანეიშვილი გახდა. მან 3:3-ზე ნიდერლანდელ მეტოქეს იპონით აჯობა და საქართველოს შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ეს არის პირველი და ისტორიული ტიტული შერეულ გუნდებს შორის ქართული ძიუდოსთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები