Thumbnail

სოჭში გრან პრი ვაჟთა შორის ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მოიგო, ეს 26 წლის სპორტსმენისთვის პირველი ტრიუმფია ISU-ს ეგიდით ჩატარებულ გრან პრიზე. შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილი რუსეთში ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის აღზრდილია.

მწვრთნელ, ეთერ თუთბერიძესთან ერთად

მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჩათვლით ყვითელაშვილმა 266.33 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე იყო, თავისუფალში კი მან მე-3 შედეგი აჩვენა, მაგრამ ჯამში საუკეთესო გახდა. მიხაილ კოლიადამ თავისუფალ პროგრამაში გაიმარჯვა, მაგრამ პირველ დისციპლინაში ჩავარდნა ჰქონდა (მხოლოდ მეოთხე იყო) და მორისს საერთო ჩათვლაში ვერ დაეწია - 264.64 ქულა. 

მე-3 ადგილზე გავიდა იაპონელი კაზუკი ტომონო, რომელმაც მოკლე პროგრამა მოიგო, მაგრამ თავისუფალში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა - 264.19 ქულა. გრან პრიზე კიდევ ერთი ქართველი მოციგურავე მონაწილეობდა, ნიკა ეგაძე, რომელიც 210.17 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა. 19 წლის სპორტსმენისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები