Thumbnail

ბრინჯაოს შანსი აბუ დაბიში - შავდათუაშვილმა ნახევარფინალი დათმო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა
  • ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მარტინ ჰოიაკს შეხვდება

ძიუდოს მსოფლიო ტური აბუ დაბის გრანდ სლემით სრულდება, სადაც ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ასპარეზობს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ლაშამ ნახევარფინალმდე მიაღწია, სადაც უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, რის შემდეგაც რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები