Thumbnail

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! რთული მოგება თურქეთთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველო ფინალში გავიდა
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიას, საფრანგეთსა და თურქეთს აჯობეს
  • ქართველების მეტოქე ფინალში ნიდერლანდები იქნება

რუსეთის ქალაქ უფაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის წარმატებით გამოდის საქართველოს ნაკრები, რომელმაც ავსტრიას, საფრანგეთსა და თურქეთს მოუგო და ფინალში გავიდა.

ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ.) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) წონითი კატეგორიებით დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველომ ავსტრიას 4:0 სძლია, საფრანგეთს 4:2 მოუგო და თურქეთიც ნახევარფინალში იმავე ანგარიში 4:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში თავიანთი ბრძოლები ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა მოიგეს. ფინალი თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები