- ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-11 ბრძოლა გამართა
- ქართველმა სუმოისტმა კოტონოვაკას მოუგო
კიუშუ ბაშო გრძელდება და ტურნირის მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-13 მაეგაშირაა, მე-11 მაეგაშირა კოტონოვაკას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.
ლევანმა ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო. ქართველი სუმოისტის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 6 მოგება და 8 მარცხია. შეგახსენებთ, რომ ლევანმა ტურნირის პირველი 4 დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა. კიუშუ ბაშოს ბოლო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება. სამწუხაროდ, ლევანს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსი აღარ აქვს, თუმცა გამარჯვება მაინც საჭიროა, რათა რანგი ნაკლებად დაუქვეითდეს.
კომენტარები