Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი რალფ რანგნიკმა უნდა ჩაიბაროს
  • მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა შეფმა გერმანელი გააკრიტიკა

რალფ რანგნიკი მოსკოვის ლოკომოტივიდან მანჩესტერ იუნაიტედში ჯერ ოფიციალურად არ გადასულა, მაგრამ რუსეთის დედაქალაქში უკვე მტერი ჰყავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლოკომოტივში გერმანელ სპეციალისტზე ძალიან განაწყენებულები არიან. კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ნაუმოვმა “მატჩ ტვ-ს” ინტერვიუ მისცა და “პროფესორ რალფზე” კარგი არაფერი უთქვამს.

“რანგნიკისთვის ეს არც გაქცევაა, არც ღალატია და არც სირცხვილი, - თქვა ნაუმოვმა, -  ლოკომოტივი მას ფეხებზე ჰკიდია. რუსეთში იმისთვის არ ჩამოსულა, რომ კლუბში ფეხბურთის ხარისხი გაეუმჯობესებინა. აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ფული ეშოვნა. აფრიკაში რომ შესთავაზონ სამსახური, იქაც წავა იმისთვის, რომ ფული აკეთოს. ფულზე მანჩესტერსაც გაცვლის. ის არც ფეხბურთელია და არც მწვრთნელი, უფრო საფეხბურთო ბიზნესმენია.”

შეგახსენებთ, რომ რალფ რანგნიკი ამ დრომდე მოსკოვის ლოკომოტივის განვითარების შეფად მუშაობდა. რუსული კლუბი უკვე შეუთანხმდა მანჩესტერ იუნაიტედს და 63 წლის გერმანელის გაშვებას დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, რანგნიკი უკვე ინგლისშია და მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს მომავალი კვირის დასაწყისში გააფორმებს. რალფი იუნაიტედს მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, მომავალი სეზონიდან კი მრჩევლად იმუშავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები