Thumbnail

ოფიციალურად: სტეფანო პიოლიმ მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

  • 56 წლის სპეციალისტმა როსონერისთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გაახანგრძლივა
  • სტეფანო პიოლიმ კლუბი ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დააბრუნა

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმება ერთწლიანია - 2023 წლის 30 ივნისამდე და ის ურთიერთობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. 

"როსონერის" თავკაცმა ახალ კონტრაქტს ხელი კლუბის ხელმძღვანელების, ივან გაზიდისისა და პაოლო მალდინის თანდასწრებით მოაწერა, პრესკონფერენციის ტრანსლაცია კი Milan TV-ზე განხორციელდა. 

"გვსურს, ვიყოთ ამბიციურები და მადრიდში გამარჯვების შემდეგ რაღაც მნიშვნელოვანი შევქმნათ. ვცხოვრობ ფეხბურთით, გამუდმებით ვსწავლობ და ვცდილობ, ჩემი აზრები და იდეები ფეხბურთელებამდე მივიტანო", - განაცხადა 56 წლის სპეციალისტმა. 
 
სტეფანო პიოლიმ მილანი 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და კლუბში შექმნილი ვითარება აშკარად გამოასწორა - "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა და იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართო. სპეციალისტის ხელმძღვანელობით მილანმა 106 თამაში ჩაატარა, საიდანაც 59 მოიგო, 27 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 20 დათმო. 

მიმდინარე სერია A-ში გასულ 13 ტურში მილანმა 32 ქულა დააგროვა და მხოლოდ ლიდერ ნაპოლის მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. პიოლის გუნდი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში გამოდის, სადაც პირველი მოგება ბოლო ტურში, სტუმრად მადრიდის ატლეტიკოსთან იზეიმა (1:0). 

კომენტარები

ბოლო ამბები