Thumbnail
  • იტალიაში პროფესიონალ ფეხბურთელთა 5 პროცენტი აუცრელია
  • ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მკაცრ ზომებზე ფიქრობს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში (FIGC) ფიქრობენ, რომ ფეხბურთელებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს და შესაბამისი კანონის მიღების შესაძლებლობის შესახებ ქვეყნის მთავრობას მიმართეს.

“აუცრელი ფეხბურთელების პროცენტული მაჩვენებელი ჩვენთან 4-5 პროცენტია. აღარ გვყავს ბევრი ისეთი მოთამაშე, ვისაც აცრის პასპორტი არ აქვს. თუმცა ასეთები ჯერ კიდევ არსებობენ. თუ იმ ზომამდე მივალთ, რომ გარკვეული ნაწილის აუცრელობის გამო ფეხბურთს პრობლემები შეექმნება და მატჩების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მთავრობას მოვთხოვთ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მაგალითად ისე, როგორც იტალიის სკოლების პერსონალისთვის მოხდა,” - განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.

იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის ინიციატივით, 15 დეკემბრიდან ქვეყანაში ყველა მასწავლებელი აცრილი უნდა იყოს. ასევე, შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში 6 დეკემბრიდან მხოლოდ ვაქცინირებულ, ან კოვიდგადატანილ გულშემატკივრებს შეუშვებენ იმ სტადიონებზე, სადაც მაყურებელთა 75 პროცენტია დაშვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები