Thumbnail

"მან არც ეს ბრძოლა დათმო" | სერ ალექს ფერგიუსონი კლინიკიდან გაწერეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 76 წლის შოტლანდიელი რეაბილიტაციის პროცესს შინ გააგრძელებს
  • სერ ალექსი მუნდიალს საკუთარ სახლში, სავარძელში მოკალათებული უყურებს
  • იმედია, რომ აგვისტოდან მას უკვე "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნაზეც ვიხილავთ

ცნობილი შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც ის მაისის დასაწყისში, გადატანილი ინსულტის გამო მოათავსეს და ოპერაცია ჩაუტარეს. ახლა 76 წლის ფერგიუსონის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აღდგენითი თერაპიის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ მწვრთნელს კლინიკის დატოვების ნება დართეს. ფერგი შემდგომ პროცედურებს უკვე შინ ჩაიტარებს. მას უკვე შეეძლება მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციების ყურება, აგვისტოდან კი იმედოვნებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებსაც დაესწრება.

"ყველამ იცის, რომ სერ ალექსი გამარჯვებულია. და ესეც ერთ-ერთი ბრძოლა იყო, რომელიც მან არ დათმო. ის კვლავ დადგა ფეხზე და საბედნიეროდ, რომ საავადმყოფოც დატოვა. 

ძალიან დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს, ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზი კი დადებითია. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაბრუნდება ის "ოლდ ტრაფორდზე". სამაგიეროდ, სერ ალექსს ახლავე შეეძლება მშვიდად ისიამოვნოს მსოფლიოს ჩემპიონატით", - აქვეყნებს ფერგიუსონის ახლობელი ადამიანის ნათქვამს The Sun.

ასე ელოდება "ოლდ ტრაფორდი" თავის ლეგენდას

ფერგიუსონი საავადმყოფოში 5 მაისს მოხვდა. მას ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარეს.

რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი კომიდან გამოვიდა და ახლობლებთან საუბარიც შეძლო.

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს 1986-2013 წლების პერიოდში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 38 სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები