Thumbnail

‘ფრონტის ხაზზე ვიქნები’ - ლეგენდარული ათლეტი სამოქალაქო ომში ერთვება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ეთიოპიაში სასტიკი სამოქალაქო ომია
  • ჰაილე გებრესილასე ფრონტზე მიდის
  • ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ქვეყნის სახეა

თავისი კონკურენტების წინააღმდეგ, სირბილში ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მოგებული, ახლა კი ჰაილე გებრესილასეს ნამდვილ, მილიტარისტულ ბრძოლაში სურს ჩაბმა. ლეგენდარული ეთიოპიელი ათლეტი სამოქალაქო ომში ერთვება!

“მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც მომეთხოვება - მათ შორის, ომში ჩართვას და ფრონტზე ყოფნასაც ვგულისხმობ,” - უთხრა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეთიოპურ ტელევიზიას, მისი სიტყვები კი ახლა BBC-მ და როიტერსმაც გამოაქვეყნეს.

მის სამშობლოში სამოქალაქო ომია და უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა. მეამბოხეები რეგიონ ტიგრაიდან დედაქალაქ ადის-აბებისკენ მიემართებიან.

ჰაილე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

აქტიური სპორტული კარიერის დროს ეთიოპიელმა ათლეტმა, რომელიც ახლა 48 წლისაა, ორი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა (10 000-მეტრიან დისტანციაზე), 8-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 27-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. შესაბამისად, იგი მთელი ქვეყნის სახე და “სავიზიტო ბარათია”.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე განცხადება გააკეთა 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ფეიისა ლილესამაც. “მზად ვარ, ფრონტის ხაზზე გავიდე და ჩემი ქვეყანა ვიხსნა,” - უთხრა მან Fana Broadcasting-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები