Thumbnail

'ეს კვიპროსისთვის დიდი გამარჯვებაა' - ქეცბაია გენტთან მოგებაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კონფერენსლიგის მე-5 ტურში 1:0 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ქეცბაიას გუნდს ამისთვის ბოლო ტურში ბელგრადის პარტიზანთან სტუმრად მოგება სჭირდება. ქეცბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გაამხნევა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ასე თამაში უნდა გააგრძელოს.


''ეს კვიპროსული ფეხბურთისთვისა და ანორთოსისთვის დიდი გამარჯვებაა. ბოლო ტურში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს. მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ვაჩვენეთ ის ხასიათი, რაც ასეთი მატჩების მოგებისთვისაა საჭირო.

ლამაზი გოლი გავიტანეთ და ახლა აპოლონთან მატჩისთვის ვემზადებით. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ვფიქრობ, რომ იმას მივაღწევთ, რაც გვინდა. მე ამ გუნდის მჯერა და ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ტურნირზე ვთამაშობთ'', - განაცხადა ქეცბაიამ.

თემურ ქეცბაიას გუნდმა კონფერენსლიგა ორი მარცხით დაიწყო, რის შემდეგაც ესტონურ ფლორას ორივე თამაშს 2:0-ს უგებდა, თუმცა ორივე მატჩი ფრედ დაასრულა. ბელგრადში პარტიზანის დამარცხება ანორთოსისს პლეი ოფის საგზურს გაუნაღდებს.

კომენტარები

ბოლო ამბები