Thumbnail
  • დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი და გიორგი ჩაკვეტაძის გენტი პლეი ოფში გავიდნენ
  • თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ბოლო ტურში პარტიზანს სტუმრად უნდა მოუგოს

ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა სტუმრად გიბრალტარის ლინკოლნ რედ იმპსს 4:0 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხოჭოლავამ მატჩი სრულად ჩაატარა. კოპენჰაგენი ევროპალიგის მერვედფინალში ითამაშებს, ხოლო ამავე ჯგუფში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანს რთული ბოლო ტური ელით. სლოვანი დანიაში ჩავა და ეცდება, რომ უმოტივაციო კოპენჰაგენს აჯობოს. სლოვაკთა კონკურენტ პაოკ-ს მარტივი მატჩი ელის. ბერძნები გიბრალტარის ლინკოლნს უმასპინძლებენ და ეცდებიან, რომ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხონ, რათა ჯგუფური ეტაპი ბურთების უკეთესი სხვაობით დაასრულონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა საკუთარ მოედანზე გენტს მოუგო. ქეცბაიამ გიორგი ლორია სათადარიგო სკამზე დატოვა, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა კი განაცხადშიც არ შეიყვანა. გიორგი ჩაკვეტაძე გენტის მთავარმა მწვრთნელმა არ ათამაშა. ანორთოსისმა ლაზაროსის გოლით მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.


ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ბოლო ტური 9 დეკემბერს გაიმართება. გენტი ბოლო ტურში ფლორას უმასპინძლებს. ანორთოსისი პარტიზანს ესტუმრება, ხოლო სლოვანი დანიაში კოპენჰაგენს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები