Thumbnail

'მოულოდნელი ამბავი იყო' - მე-9 ქართველი ბარბაროსებში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გია ხარაიშვილი ბარბაროსების შემადგენლობაში გამოიძახეს
  • ხარაიშვილი მე-9 ქართველია, რომელიც ბარბაროსებში ითამაშებს

რასინგის ქართველი მორაგბე გია ხარაიშვილი ბარბაროსებში გამოიძახეს. გია მე-9 ქართველია, რომელიც ბარბაროსების ღირსებას დაიცავს. ხარაიშვილამდე ბარბაროსების ღირსებას დავით ქუბრიაშვილი, დავით კაჭარავა, გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი იცავდნენ. პოპსპორტი გია ხარაიშვილს დავუკავშირდით და ბარბაროსებში გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი ჩავწერეთ.

გია ხარაიშვილი: სიმართლე რომ გითხრათ, სრულად მოულოდნელი იყო ასეთი სიახლე ჩემთვის. სამშაბათს საღამოს დამიკავშირდა ჩემი აგენტი ლევან ღვაბერიძე. მითხრა, რომ ბარბაროსებს სასწრაფოდ სურდათ ჩემი წაყვანა შაბათის თამაშისათვის. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და მეორე დღესვე შევუერთდი მათ ვარჯიშებს.

ასეთი ისტორიული კლუბის მაისურის მორგება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ძალიან საპასუხისმგებლო, ამაღელვებელი და სასიამოვნოა ბარბაროსების ოჯახის წევრობა. ასევე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგანაც ვიცი, როგორ პროფესიონალ ქართველ მორაგბეებს აქვთ ამ გუნდში ნათამაშები. რა თქმა უნდა, მეც მაქსიმალურად ვეცდები ღირსეულად ბრძოლას.

ხარაიშვილი რასინგში არმაზიდან გადავიდა. მას საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები