Thumbnail

ისევ 20-ზე მეტი ქულა - ნაკრებს მიღმა დარჩენილი ბულაშვილი კარგად თამაშობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბოსნა როიალი 74:91 ბორაცი
  • ლუკა ბულაშვილი: 21 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი

ბოსნია/ჰერცეგოვინის საკალათბურთო პირველობაზე ლუკა ბულაშვილის ბოსნა როიალი შინ ბორაცთან დამარცხდა - 74:91.

ლუკამ მსროლელის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მან 37:52 წუთში გუნდს 21 ქულა (2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 პასი მოუტანა. ბორაცის კალათბურთელები ქართველ მცველზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ. წაგებულთა რიგებში ბულაშვილი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მეორე იყო ნეჯად მურატოვიჩის (27) შემდეგ. 

ბოსნა როიალს ჩემპიონატში ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. ლუკა ბულაშვილის გუნდის შემდეგი მეტოქე სლობოდანია. ბულაშვილმა საწყისი მატჩები ჩააგდო, შემდეგ კი კარგად ათამაშდა, წინა ტურში ჩელიკთან მან გუნდს 24 ქულა მოუტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები