Thumbnail

ახალი მწვრთნელი იუნაიტედში - მანჩესტერმა სულშერის შემცვლელი იპოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუნაიტედმა რალფ რანგნიკს 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზა
  • გერმანელს კარგად მუშაობის შემთხვევაში, 2 წლით დატოვებენ

THE ATHLETIC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერის შემცვლელი შეარჩია. ინგლისურ კლუბში გერმანელი რალფ რანგნიკი დაინიშნება, რომელიც კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

იუნაიტედმა მწვრთნელს 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც გერმანელი დათანხმდა. თუ რანგნიკი კარგად იმუშავებს, მას კიდევ 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. რალფი ამჟამად მოსკოვის ლოკომოტივთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, სადაც 2021 წელს სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

დიდი ალბათობით, გერმანელი კლუბში მუშაობას დეკემბრიდან დაიწყებს. მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის საგზური გაინაღდა, მაგრამ პრემიერლიგაში ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩება და რთულ მდგომარეობაშია. რანგნიკი ლაიპციგში 2019 წლამდე მუშაობდა. მას რედ ბულის კლუბებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით ნიუ იორკ რედ ბულსმა სამჯერ მოიგო რეგულარული სეზონი MLS-ში და ბრაზილიური რედ ბულ ბრაგანტინო მეოთხე ლიგიდან პირველ ლიგაში აღზევდა.

კომენტარები

ბოლო ამბები