Thumbnail
  • HITC: ხვიჩა კვარაცხელიამ პრემიერლიგის რადარზე დასაბრუნებლად მეტი უნდა გააკეთოს
  • გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიელსას, დიდი ალბათობით, კვარაცხელია არ დავიწყებია

პოპულარული ბრიტანული ვებ-გვერდი HITC ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის ატლეტიკომ და ამსტერდამის აიაქსმა მასში 20 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს, ქართველ შემტევს წამყვანი ევროპული კლუბების რადარებზე დაბრუნება ისევ შეუძლია. 

HITC: “ნამდვილად არ იქნებოდა გასაკვირი, რომ ტრანსფერზე ამდენი საუბრისა თუ ჭორის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის საწყის კვირებში კარგად ვერ გამოიყურებოდა. გარემარბს, რომელიც შვედეთთან მატჩის შემდეგ არიენ რობენსა და ფრენკ რიბერის შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. 

თუ ქართველს პრემიერლიგის კლუბების ინტერესის მიპყრობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ისევ სურს, სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კი 5 კვირაა დარჩენილი. მაგრამ, კვარაცხელიასთვის საბედნიეროდ, როგორც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, მარსელო ბიელსას არ სჩვევია იმ ფეხბურთელების დავიწყება, რომელთაც ერთ დროს თვალი დაადგა”.

კვარაცხელიას საკლუბო დონეზე სტატისტიკის გასაუმჯობესებლად წელს რუსეთის პრემიერლიგაში 3 მატჩი დარჩა: შინ მოსკოვის დინამოსთან, გასვლაზე ნიჟნი ნოვგოროდსა და კრილია სოვეტოვთან. რუსეთში ჩემპიონატის პირველი ნაწილი 13 დეკემბერს სრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები