Thumbnail

'მანჩესტერის ახალი მწვრთნელი ვარ' - კანტონას ვიდეო ინსტაგრამზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა და მის დროებით შემცვლელად მაიკლ კერიკი დანიშნა.

ინგლისურ მედიაში სულშერის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოსა და ერნესტო ვალვერდეს განიხილავენ. იუნაიტედმა პარი სენ ჟერმენს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, მაგრამ ჯერ პარიზელთა პასუხი უცნობია.

მანჩესტერში არსებული არეულობის ფონზე, ერიკ კანტონამ მორიგი გასართობი ვიდეო ჩაწერა და ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნა.

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო.  ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ მე ვარ მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მწვრთნელი. მოგვიანებით გაგიმხელთ, თუ ვინ იმუშავებს ჩემს დამხმარე გუნდში. მალე გნახავთ", - ამბობს კანტონა ინსტაგრამის ვიდეოში.

კანტონა მანჩესტერში 5 წელი თამაშობდა, რა დროშიც მან 9 ტიტული მოიგო: პრემიერლიგა 4-ჯერ, FA CUP 2-ჯერ და სუპერთასი 3-ჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები