Thumbnail

NCAA-ში ცოტნე ცარციძის ნორზ დაკოტა შინ ფლორიდასთან დამარცხდა - 56:65. ეს ფაითინგ ჰოუკსის ზედიზედ მესამე მარცხია სეზონში (2-4 ბალანსი). ქართველი ფორვარდი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა გუნდს 29 წუთში. გუნდისგან განსხვავებით, ცარციძე შესანიშნავ ფორმაშია (ფლორიდასთან გუნდის ქულების 17% მან მოაგროვა), შეგახსენებთ, რომ ეს მისთვის სადებიუტო სეზონი კოლეჯთა ლიგაში. 29 წუთი, 6 მოხსნა და 3 პასი - ყველა ეს მონაცემი მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა კოლეჯთა ლიგაში. 28 ნოემბერს ქართველი ფორვარდის გუნდი კანზას სტეიტს ხვდება. 

ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა-მონრომ (2-3 ბალანსი) სტუმრად ლუიზიანა ტექ-თან წააგო - 74:96. მეცხვარიშვილს წინა, მოგებულ შეხვედრაში 18 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ახლა მან მხოლოდ 14 წუთი ითამაშა - 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი. მეცხვარიშვილის გუნდი 28 ნოემბერს SMU-ს ესტუმრება.   

ბუკა ფეიქრიშვილის AIC-მა (3-2 ბალანსი) საუზერნ კონექტიკუტის უნივერსიტეტს 76:57 მოუგო. ქართველმა მცველმა 14 წუთში მან 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 1 დეკემბერს ფეიქრიშვილის გუნდი პოსტ უნივერსიტეტს ხვდება.   

კომენტარები

ბოლო ამბები