Thumbnail

GAMING | ისტორიაში პირველად - ქართული თამაში The Way of Wrath IGN-ზე გამოჩნდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

ქართული თამაში The Way of Wrath ამერიკული ვიდეო თამაშებისა და გასართობი მედია პორტალის IGN-ს ვებსაიტზე გამოჩნდა, რაც ისტორიული მიღწევაა.

The Way of Wrath-ის ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების შექმნაზე დათო კიკნაველიძემ იმუშავა, ხოლო პროგრამირების, გეიმ-დიზაინისა და სიუჟეტის დახვეწაზე საკუთარი წვლილი სანდრო გახოკიძემ შეიტანა. მიმდინარე წლის დასაწყისში თამაშის შემქმნელებმა 'პოპსპორტთან' ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს. მათი განცხადებით, თუ სიუჟეტური თამაშები გხიბლავთ, RPG, ფენტეზი, ისტორია, ღია სამყაროები, კომპანიონებთან ერთად თავგადასავალი და საინტერესო რუკების ყოველი კუთხე-კუნჭულის კვლევა, მაშინ თქვენ ეს თამაში ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. 

“ათწლიან ომში დამარცხების შემდეგ, მომთაბარე ტომის ნარჩენი ძალები ბრძოლის ველიდან უკან იხევენ და მშობლიურ მიწებზე ბრუნდებიან. დადევნებული მტერი გაქცეულ მეომრებს გზას გადაუკეტავს, რითაც „თეინების“ ტომი გაყინულ ხეობაში აღმოჩნდება გამოკეტილი. თამაშის სიუჟეტი რამდენიმე დღეს მოიცავს, რომლის განმავლობაში მოთამაშემ უნდა შემოიკრიბოს მოკავშირეები, აღადგინოს დანგრეული ციხე-სიმაგრე და მოემზადოს უზარმაზარ ალყაში საბრძოლველად.

თამაშის ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა ისაა, რომ  ყველა პერსონაჟი, მტერი იქნება თუ მოკავშირე, უნიკალური ისტორიისა და განვითარების მქონე პიროვნებაა, რომლებსაც გააჩნიათ თავისი ჩახლართული სიუჟეტური განვითარების გზები, რომლის მიმართულებაც სწორედ მოთამაშის გადაწყვეტილებებზე და არჩევანზეა დამოკიდებული.

თამაშის ყოველი დღე საინტერესო წიგნის ყოველ ახალ თავს მოგვაგონებს. ყოველი დღის დაწყებისთანავე რუკა ახლდება ახალი ქვესტებით. პერსონაჟების სიუჟეტები წინა დღეს მომხდარი მოვლენების მიხედვით ვითარდება და სიუჟეტური არკების ესკალაცია ხდება. თამაშის ყოველი მოთამაშის თავგადასავალი განხსვავებული იქნება” - ასე აღწერა თამაშის სიუჟეტი და პერსონაჟების განვითარება სანდრო გახოკიძემ.

თამაშის შექმნას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდა, რომლის გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმება. ის Steam-სა და GOG-ზეა ხელმისაწვდომი, რომლის სურვილების სიაში დამატება უკვე შესაძლებელია. The Way of Wrath შემდეგ პლათფორმებზე გამოჩნდება: PC, Switch, PS4, PS5, Xbox one Xbox X/S. 

კომენტარები

ბოლო ამბები