Thumbnail

ბარსელონას ექიმების ცუდი პროგნოზი - პედრი წელს ვეღარ ითამაშებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე 2022 წლამდე ვერ გავა
  • პედრიმ ბოლოს კატალონიელთა რიგებში სექტემბრის ბოლოს ითამაშა

ბარსელონას ფეხბურთელი პედრი, რომელიც ცოტა ხნის წინ Golden Boy-ის გამარჯვებული გახდა, ახალ წლამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ სხვადასხვა ესპანური წყარო იუწყება.

პედრიმ დაზიანება სექტემბრის შუაში მიიღო. მას ბარძაყის ტრავმა აქვს. 19 წლის ესპანელმა დაბრუნება მალევე მოახერხა და ბოლო შეხვედრა 29 სექტემბერს ბენფიკასთან ჩაატარა, სადაც ბარსელონა 0:3 დამარცხდა. პორტუგალიელებთან დაპირისპირების შემდეგ პედრის ტრავმამ ისევ შეახსენა თავი. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნახევარმცველს ხანგრძლივი პერიოდი არ გაუცდებოდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესმა აჩვენა, რომ იგი 2022 წლამდე ვეღარ ითამაშებს.

ბარსელონას ახალ მთავარ მწვრთნელს ჩავის სურს, რომ პედრი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და რეაბილიტაცია ბოლომდე გაიაროს, რათა ტრავმის რეციდივი თავიდან აირიდონ.

პედრიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 73 შეხვედრა ჩაატარა. გადატვირთული და მძიმე გრაფიკი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ახალგაზრდა ესპანელი გადაღლილია და მოკლე პერიოდში ტრავმებმა შეაწუხა.

კომენტარები

ბოლო ამბები