Thumbnail

'მინდა ვკითხო: არ გრცხვენია?' - ვან დერ ვაარტი მესის აკრიტიკებს

  • ნიდერლანდების ნაკრების ექს-ნახევარმცველმა პსჟ-ის ვარსკვლავი გააკრიტიკა
  • 38 წლის რაფაელ ვან დერ ვარტი მოედანზე არგენტინელით იმედგაცრუებულია  

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელსაც თავის დროზე აიაქსში, ჰამბურგში, რეალსა და ტოტენჰემში უთამაშია, პარი სენ-ჟერმენის სუპერსვარსკვლავი ლიონელ მესი გააკრიტიკა. 

38 წლის ვან დერ ვაარტი, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა, არგენტინელ ფეხბურთელის მოედანზე ქცევით ძალიან იმედგაცრუებულია. 

"მესი იმედებს მიცრუებს. აქ ნების ამბავია. რაღაც ან გინდა, ან არა. მესის მიმართ მოთხოვნა მაღალია. თუკი გოლს არ გაიტანს ან საგოლე პასს არ შეასრულებს, ე.ი. მან ცუდი მატჩი ჩაატარა. მაგალითად კრიშტიანო რონალდო ავიღოთ. მართალია, ეს ორი სრულებით განსახვავებული ტიპის მოთამაშეა, მაგრამ რონალდო იბრძვის და ცდილობს, გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. მესი დროდადრო მოედანზე დასეირნობს და ასეთ დროს მინდა ვკითხო: "არ გრცხვენია?". 

ძალიან სამწუხაროა, რადგან ასეთი მოთამაშე აღარასდროს დაიბადება. მსგავსი რამ კუმანის პერიოდიდან დაიწყო და ეს მუშაობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ეს კი არასწორია ისეთი მოთამაშისგან, როგორიც მესია", - ამბობს ნიდერლანდელი ფეხბურთელი. 

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერნემში ბარსელონიდან გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2021/22 წლების სეზონში 34 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირის 10 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები