Thumbnail

რონალდინიომ საკუთარი ნახევრიდან გაიატანა

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რომელსაც აქტიური მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ განუცხადებია ძალიან ბევრ საქველმოქმედო შეხვედრაში იღებს მინაწილეობას.

2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა ამჯერად სამშობლოში, ყოფილ სპორტსმენებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა ადამიანებთან ერთად ითამაშა.

37 წლის რონალდინიომ დაახლოებით 50 მეტრიდან შედეგიანად დაარტყა. კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი მან თავზე გადაუგო. საკუთარი ნახევრიდან განხორციელებული დარტყმა ვირუსულ ვიდეოდ მალევე იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები