Thumbnail
  • C ჯგუფში მილანის ინტერმა შახტარი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
  • აიაქსმა სებასტიენ ალეს დუბლით თამაში შეატრიალა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში სტამბოლსა და მილანში ორი შეხვედრა გაიმართა. გაირკვა პლეი ოფის კიდევ ერთი მფლობელის ვინაობა - ეს სიმონე ინძაგის ინტერია. 

სტამბოლური მატჩი ბეშიქთაშსა და აიაქსს შორის ბევრს არაფერს წყვეტდა - აიაქსს უკვე მოპოვებული აქვს პლეი ოფის საგზური, ბეშიქთაშს კი თეორიული შანსიც აღარ ჰქონდა. მთავარი ინტრიგა - ამსტერდამელთა შემტევის სებასტიენ ალეს თამაში იყო  გაიტანდა თუ არა კორ დ'ივუარეალი ამჯერადაც - მან ეს შეძლო, მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ტალიაფიკოს პასით 54-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 15 წუთში წინ გაიყვანა აიაქსი. ამით ალე რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში 9 გოლით.  აიაქსმა ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით გაინაღდა. მე-2 საგზურისთვის აქ სპორტინგი და დორტმუნდი იბრძოლებენ. 

ალე შეცვლაზე შევიდა და თამაშის ბედი შეატრიალა

მილანში ინტერმა შახარი გვიან გატეხა - მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ ლაუტაროს გაუუქმეს გოლი, შემდეგ ედინ ჯეკომ დუბლი შეასრულა. უკრაინული კლუბი ევროთასებს ოფიციალურად გამოეთიშა. ინტერი ჯგუფში 10 ქულით დაწინაურდა, სანამ რეალ მადრიდი (9 ქულა) მოლდოვის შერიფს (6) ესტუმრება. სიმონე ინძაგი კლაუდიო რანიერის შემდეგ პირველი მწვრთნელია, ვინც ინტერი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა.

C ჯგუფი

ბეშიქთაში 1:2 აიაქსი

გოლები: 1:0 ღეზალი (22-პენალტი), 1:1 ალერი (54), 1:2 ალერი (69)

D ჯგუფი

ინტერი 2:0 შახტარი 

გოლები: 1:0 ჯეკო (61), 2:0 ჯეკო (67)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, რანოკია, ბასტონი - დარმიანი (79. დ'ამბოროზიო), ბარელა (78. არტურო ვიდალი), ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ (86. სენსი), პერიშიჩი (86. დიმარკო) - ლაუტარო მარტინესი (68. ხ. კორეა), ჯეკო

კომენტარები

ბოლო ამბები