Thumbnail

იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდი 3,5 წლით ციხეში - განაჩენი საბოლოოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფაბრიციო მიკოლი მაფიოზური მეთოდებით თანხის გამოძალვისთვის გაასამართლეს
  • რომის საკასაციო სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის განაჩენი ძალაში დატოვა

რომის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ფაბრიციო მიკოლის მიმართ გამოტანალი განაჩენი, რომელიც მაფიოზური მეთოდების გამოყენებით გამოძალვისთვის თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების განახმად, ყოფილი ფეხბურთელი ათზე მეტი წლის წინ ძალადობითა და მუქარით ცდილობდა ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელისგან 12 ათასი ევროს მიღებას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ მიკოლის სამნახევარი წლით პატიმრობა ჯერ კიდევ 2017 წელს მიუსაჯა, 2020 წლის იანვარში კი პალერმოს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. 

"მე ფეხბურთელი ვარ და არა მაფიოზი. მე ჩემმა ბავშვურმა გულუბრყვილობამ დამღუპა. სიკეთის გაკეთება მსურდა და ვერ ვხვდებოდი, ვისთან მქონდა საქმე. მსურს პალერმოს მოქალაქეებს პატიება ვთხოვო. მინდა ჩემი შვილები კანონმორჩილები გაიზარდონ. მძულს მაფია", - აცხადებდა მიკოლი, მაგრამ რომის სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და 42 წლის ფაბრიციო სასჯელს როვიგოს ციხეში მოიხდის.

ფაბრიციო მიკოლი 81 გატანილი გოლით პალერმოს ლეგენდაა

ფაბრიციო მიკოლიმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ 2015 წელს გამოაცხადა. ფორვარდი ძირითადად სერია A-ს კლუბებში - იუვენტუსში ფიორენტინაში, ლეჩესა და პალერმოში გამოდიოდა. მან ასევე ითამაშა ლისაბონის ბენფიკაში. ფეხბურთელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები