Thumbnail

ფიბამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროპული ჯგუფების შესახებ დაწერა და საქართველოს ეროვნული გუნდის შანსებიც განიხილა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, G ჯგუფში მყოფი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ყველაზე მეტ წინააღმდეგობას სწორედ საქართველოსგან უნდა ელოდეს. ამასთან, იმ ექვს მოთამაშეთა შორის, რომელთაც განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ, 2 ქართველი მოხვდა.

G ჯგუფი: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესპანეთი, უკრაინა

26 ნოემბერი
19:00 საქართველო – უკრაინა
22:30 ჩრდილოეთ მაკედონია – ესპანეთი

29 ნოემბერი
21:00 უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია
23:30 ესპანეთი – საქართველო 

"დაახლოებით 2 წლის თავზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ტიტულის დაცვას დაიწყებს, რადგანაც ძნელი სავარაუდოა, რომ მათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხონ. როგორც სჩანს, ესპანელებს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას საქართველოს ნაკრები გაუწევს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველივე საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, ხაენში დაუპირისპირდება. მომავალი ევრობასკეტის საგზური ასევე აქვს მოპოვებული უკრაინას, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრინციპული შეხვედრა ელის. ამ უკანასკნელთა მთავარი იმედი ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ ვილი იქნება.

ესპანეთის ნაკრებმა 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა (პირველად, ეს 2006 წელს მოხდა), ბოლო 6 ტურნირის განმავლობაში კი, საუკეთესო ექვსეულს მიღმა არასდროს დარჩენილა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ, უკრაინას კი დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და 2 მოგების მიუხედავად, მე-2 ეტაპზე ვერ გავიდა.

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ციკლში პრობლემები ნაკლებად აქვს ხოლმე. ევრობასკეტ 2011-ზე ისინი 5:3-ზე ბალანსით გავიდნენ, 2013-ში 6:2 ჰქონდათ, 2015-ში – 4:2, 2017-ში – 5:1, ხოლო 2022-ისთვის – 4:2. ეს ნიშნავს, რომ შესარჩევ რაუნდში ისინი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არიან. საქართველოში ეროვნულ ნაკრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მითუმეტეს, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლები არიან. სხვა საქმეა, რომ მსოფლიოს ბოლოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს უარყოფითი ბალანი (5:7) ჰქონდა, ამდენად, ესპანეთთან, უკრაინასთანა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იოლ ქულებს ვერ დაგეგმავენ.

კალათბურთელები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ: გიორგი შერმადინი (საქართველო), დანი დიეზი (ესპანეთი), ჯეიკობ ვილი (ჩრდილოეთ მაკედონია), კინო კოლომი (ესპანეთი), ჯერომ რენდლი (უკრაინა), თორნიკე შენგელია (საქართველო)".

G ჯგუფის წევრები მსოფლიო რეიტინგში

2 (ევროპაში 1). ესპანეთი - 722.4 ქულა

...32 (16). უკრაინა - 317.3

...37 (18). საქართველო - 277.6

...53 (29). ჩრდილოეთ მაკედონია - 184.0

როგორც ფიბა საბოლოოდ ასკვნის, ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური საგზურებს (სულ თორმეტია) ნამდვილად მოიპოვებენ ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა, სლოვენია და სერბეთი, კარგი შანსი აქვთ ხორვატიას, გერმანიას, ლატვიას, რუსეთსა და თურქეთს, იქვე მოიაზრებიან ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩეხეთი, საქართველო, ისრაელი, მონტენეგრო და პოლონეთი, უმცირესი შანსი აქვთ ესტონეთს, ფინეთს, დიდ ბრიტანეთს, უნგრეთს, ნიდერლანდებს, შვედეთსა და უკრაინას, ხოლო ბელარუსი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, ისლანდია და სლოვაკეთი აშკარად აუტსაიდერები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები