Thumbnail
  • სევანი 73:81 მერივილი
  • 18 წლის ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 36 წუთი გაატარა

18 წლის ქართველმა გამთამაშებელმა ლუკა ავალიანმა სტაბილური სათამაშო დრო მოიპოვა სევანი ტაიგერსის შემადგენლობაში. ეს გუნდი კოლეჯთა ლიგის ელიტას არ მიეკუთვნება, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მყარად დამკვიდრდა.

ავალიანის გუნდმა ამჯერად მერივილის კოლეჯთან წააგო (73:81), ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 36 წუთი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლუკამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. სევანი ტაიგერსი ამჟამად LON VARNELL CLASSIC-ში ირჯება და მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს ველჩის კოლეჯთან ჩაატარებს.

ცნობისთვის, ლუკა ავალიანს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, სადაც საშუალოდ 14.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 1.9 პასს აკეთებდა. ის ამერიკის უმაღლესი სკოლების ლიგაში, უოლტონის შემადგენლობაში თამაშობდა, საიდანაც კოლეჯთა ლიგის სევანი ტაიგერსმა შეამჩნია.

წლეულს ის NCAA-ის დებიუტანტია. ქართველი ახალბედა ტაიგერსის სასტარტო ხუთეულში მხოლოდ მესამე მატჩიდან მოხვდა და მას მერე სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებს მცველებში აშკარად საკადრო პრობლემები აქვს, სამომავლოდ, ავალიანზე დაკვირვება ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები