Thumbnail

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ამ ტურნირზე ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგა ბარსელონას თავკაცის რანგში, ლონდონში კი ჩელსიმ და იუვენტუსმა ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლეს, თომას ტუხელმა აშკარად აჯობა მასიმილიანო ალეგრის.

ჩელსიმ ტურინის იუვენტუსს დიდი ანგარიშით, 4:0 აჯობა და ახლა, თუ ბოლო ტურში მასზე ნაკლებ ქულას არ აიღებს, ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს. ამასთან, ტუხელის გუნდმა ამ მოგებით ოფიციალურად გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

არაუხომ გაიტანა, მაგრამ გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა

ჩავის დებიუტი ლიგაზე წარუმატებელი გამოდგა, ბარსელონამ ლიგაზე ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და პლეი ოფის საგზურის ბედი ვერ გადაწყვიტა. ამის პირველი მიზეზი ბენფიკას გოლკიპერი ვლახოდიმოსი და მისი სეივებია, ერთხელ კი არაუხოს გოლზე პორტუგალიელებს ვიდეორეფერი დაეხმარათ, რომელმაც ურუგვაელ მცველზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. ბოლო წამებზე ბენფიკას მოგება შეეძლო, მაგრამ სტუმრებმა ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.

ახლა ბევრი რამ ბაიერნზეა დამოკიდებული, რომელიც ბოლო ტურში ბარსელონას მასპინძლობს და შეუძლია კატალონიური გრანდი პლეი ოფს მიღმა დატოვოს. ბენფიკა ბოლო ტურში უკვე გავარდნილ დინამო კიევს მასპინძლობს. 

E ჯგუფი

ბარსელონა 0:0 ბენფიკა 

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - არაუხო (86. ე. გარსია), პიკე, ლონგლე (86. დესტი), ალბა - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო - დემირი (66. დემბელე), დეპაი, გავი 

F ჯგუფი

იანგ ბოისი 3:3 ატალანტა

გოლები: 0:1 საპატა (10), 1:1 სიებატჩეუ (39), 1:2 პალომინო (51), 2:2 სიერო (80), 3:2 ჰეფტი (84), 3:3 მურიელი (88)

G ჯგუფი

ლილი 1:0 ზალცბურგი

გოლი: 1:0 დევიდი (31)

სევილია 2:0 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 ჟორდანი (13), 2:0 რაფა მირი (97)

H ჯგუფი

ჩელსი 4:0 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ჩალობა (25), 2:0 ჯეიმსი (56), 3:0 ჰადსონ-ოდოი (58), 4:0 ვერნერი (95)

ჩელსი (3-4-3): მენდი - ჩალობა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ჯეიმსი, კანტე (37. ლოფტუს-ჩიკი), ჟორჟინიო (76. საული), ჩილველი (71. ასპილიკუეტა) - ზიეში, პულიშიჩი (72. ვერნერი), ჰადსონ-ოდოი (76. მაუნტი)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო (80. დე ვინტერი), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - რაბიო, ლოკატელი (67. არტური, ბენტანკური (59. დიბალა), მაქკენი - კიეზა (80. კულუშევსკი), მორატა (67. კინი) 

მალმიო 1:1 ზენიტი 

გოლები: 1:0 რიეკსი (28), 1:1 რაკიცკი (92-პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები