Thumbnail

The Guardian-მა შემოდგომის სარაგბო ტესტები შეაფასა და ნომინანტები დაასახელა: "2021 წლის შემოდგომის ტესტების საერთაშორისო სერია დატვირთული იყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერებს ჰქონდათ გარკვეული წარმატებები სამხრეთელ მეტოქეებთან", - წერს ბრიტანული გამოცემა.

საფრანგეთი-საქართველო. ბურთით დავით ნინიაშვილი

საუკეთესო მატჩი: საფრანგეთი 40:25 ახალი ზელანდია
საუკეთესო მორაგბე: ანტუან დიუპონი (საფრანგეთი)
საუკეთესო ინდივიდუალური თამაში: ქელან დორისი (ირლანდია) ახალ ზელანდიასთან
თვის დომინანტი ერი: ინგლისის ქალთა ნაკრები
საუკეთესო ლელო: ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი) უელსთან მატჩში
საუკეთესო ახალწვეული: მარკუს სმითი (ინგლისი)
საუკეთესო მწვრთნელი: ენდი ფარელი (ირლანდია)
საუკეთესო მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)
საუკეთესო XV: სტიუარდი (ინგლისი), ჯორდანი (ახალი ზელანდია), სლეიდი (ინგლისი), დე ალენდე (ს. აფრიკა), მაპიმპი (ს. აფრიკა), ნტამაკი (საფრანგეთი), დიუპონი (საფრანგეთი), კიტშოფი (ს. აფრიკა), მაუვაკა (საფრანგეთი), ფურლონგი (ირლანდია), ეცებეთი (ს. აფრიკა), ვოკი (საფრანგეთი), დორისი (ირლანდია), ბაშემი (უელსი), სავეა (ახ. ზელანდია).
ჩრდილო ნახევარსფეროს ძალთა იერარქია: 1. საფრანგეთი, 2. ირლანდია, 3. ინგლისი, 4. შოტლანდია, 5. უელსი, 6. საქართველო.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მატჩი გამართა - სამოასთან 6 ნოემბრისთვის დაგეგმილი მატჩი გაუქმდა, რადგან სამოელებმა ვერ მოახერხეს ევროპული ტურნე კორონავირუსის პანდემიის გამო. ლევან მაისაშვილის გუნდი ბორდოში საფრანგეთს ეთამაშა და 15:41 დამარცხდა, ხოლო ნეიტრალურ მოედანზე მადრიდში ფიჯის 15:15 დაუზავდა. იტალიის ნაკრები "სტადიო ოლიმპიკოზე" ახალ ზელანდიასთან 9:47 დამარცხდა, ტრევიზოში კი არგენტინასთან 1:37 წააგო. იტალიელებმა ბოლო მატჩი მოიგეს, პარმაში ურუგვაი 17:10 დაამარცხეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები