Thumbnail

ბორჯღალოსნების ლელო მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის TOP 5-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბიმ ქართველების ლელო გამოარჩია
  • ქართველების ბრწყინვალე შეტევა და თედო აბჟანდაძის გენიალური პასი

მსოფლიო რაგბის YOUTUBE არხზე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის TOP 5 ლელო გამოქვეყნდა. რჩეულ ხუთ ლელოში ლაშა ლომიძის ლელოც მოხვდა, რომელიც მან სამხრეთ აფრიკას დაუდო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საკუთარი ნახევრიდან ბრწყინვალე შეტევა წამოიწყეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ, ბურთი თედო აბჟანდაძეს მიუვიდა, რომელმაც გენიალური პასი გააკეთა - ლაშა ლომიძემ ბურთი სამხრეთაფრიკელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა.

TOP 5 ლელო: ლაშა ლომიძე V სამხრეთ აფრიკა. მარკუს სმიტი V არგენტინა. მაკ ჰანსენი V უელსი. იოან ნიკოლასი V ავსტრალია. მაქსიმ მარტი V ირლანდია.

კომენტარები

ბოლო ამბები